რეზონანსი
15.06.2020

ქავთარაძეზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ ვასამბეგ ბოკოვს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

"კურიერმა" გაარკვია, თუ რას ედავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულს, რომელიც აჰმედის სახელითაა ცნობილი. ირკვევა, რომ პირი მალავდა საკუთარ ვინაობას, სახელს, გვარს და საქმიანობას. "კურიერის" ინფორმაციით, მისი ნამდვილი სახელი და გვარი ვასამბეგ ბოკოვია და ის რუსეთის მოქალაქეა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ საქართველოში ბიზნესი ჰქონდა, რეალურად კი სრულიად სხვა საქმიანობით იყო დაკავებული, რაც მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა. ქავთარაძეზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულს ბრალი ყალბი დოკუმენტების დამზადება, შენახვა გამოყენების მუხლით წაუყენეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×