რეზონანსი
14.06.2020

პაციენტი, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია და კოვიდ-19-ით არის ინფიცირებული,  აცხადებს, რომ: „3 თვეა ვცხოვრობ თბილისში და რუსთავში არ ჩავდიოდი, არ მყავდა ნანახი ყველაზე ახლო ადამიანებიც კი. სწორედ იმის გამო, რომ ვმუშაობ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც განთავსებულები იყვნენ კორონავირუსით ინფიცირებულები.

7 ივნისს მეგობრებთან ერთად, ვიწრო წრეში, სულ 10-მდე ადამიანი ვიყავით, ჩემთან სახლში აღვნიშნე დაბადების დღე. 9 ივნისს კი უკვე მქონდა სიმპტომები. 11 ივნისს ტესტის შემდეგ დამიდასტურდა კორონავირუსი.

ჩემთვის არავის უთქვამს, რომ უნდა ვყოფილიყავი თვითიზოლაციაში. ვარ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და ვმუშაობ რესპულიკურ საავადმყოფოში, ზედმიწევნით ვიცავ წესებს.

შესაბამისად, არც მეგობრებს და არც ოჯახის წევრებს არ შევუქმნიდი პრობლემებს. კარგად მაქვს გააზრებული სადაც ვმუშაობ და შესაბამისად, ზუსტად ვიცავ წესებს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სიმპტომი გამიჩნდა თუ არა, უდიდესი პასუხისმგებლობით მოვეკიდე, გავატესტინე თავი და 11 ივნისამდე სახლში ვიყავი და არავინ არ მინახავს“, – ამბობს გოგონა.

განაცხადა "ინფო რუსთავთან"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×