რეზონანსი
14.06.2020

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-14 პაციენტი 65 წლის მამაკაცია. მისი შვილი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

„ძალიან ბევრ არასასიამოვნო და გულისამრევ კომენტარს ვაწყდები, რომ თითქოს უამრავი თანხმლები დაავადება ჰქონდა და საერთოდაც კორონა არ არსებობს… ძალიან ცდებით და უტიფრები ხართ!

ეს ადამიანი 65 წლის ასაკშიც კი ისეთი ჯანმრთელი და ახალგაზრდა იყო, ბევრ ჩემ თანატოლს ჯობნიდა! უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობის გამო, სიცხიანი მთელი კვირა სამსახურში დადიოდა, როდესაც სეფსისის ცენტრში დააწვინეს უკვე მძიმე იყო, მათაც უფრო დაუმძიმდათ, რადგან თურმე რეანიმაცია არ ჰქონდათ და თადარიგი ვერ დაიჭირეს, რის გამოც მოხდა ფილტვის უმძიმესი დაზიანება და მთელმა ირგანიზმა მიიღო უჟანგბადობის შოკი!

რატიანი რასაც ამბობს, ეს გართულებები ამის ნიადაგზე განუვითარდა და არა მანამდე! და კი ეს დაავადება ნამდვილად არსებობს და ესეთი სიცოცხლით სავსე, უკეთილესი ადამიანებიც ეწირებიან მას!

ნუ იქნებით დაუნახავები და გაუფრთხილდით თქვენს ახლობლებს და საყვარელ ადამიანებს! გამოიჩინეთ სიფრთხილე. მე კი სიტყვები არ მყოფნის როგორ მტკივა ჩემი ზურიკო, ჩემს გულს და სულს ვატან”, – წერს გარდაცვლილის შვილი.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით სულ 14 ადამიანია გარდაცვლილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×