რეზონანსი
14.06.2020

ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოდან თბილისის დამწვრობის ცენტრში მოთავსებული 6 წლის ბიჭი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, რომ პაციენტს ორი ოპერაცია ჩაუტარდა, გადაუნერგეს კანი და ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვი ცენტრში დედასთან ერთად რჩება.

„ამ წუთისთვის თავიდან ბოლომდე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. არანაირი კითხვის ნიშნები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ არის. კანის გადანერგვა მოხდა ზურგსა და ქვემო კიდურის უკანა ზედაპირებზე. ორმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ „პრაიმტაიმთან".

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×