რეზონანსი
14.06.2020

ახალციხეში 112-ის ბრიგადა ავარიაში მოყვა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სასწრაფო დახმარების ჯგუფს ავადმყოფი სოფელ საძელიდან ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავდა. არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი "ტოიოტას" მარკის ავტომობილი ჯერ სასწრაფოს, მერე კი ხეს შეეჯახა.

დაშავებული ექიმი და სასწრაფოში მყოფი პაციენტი საავადმყოფოში მეორე ბრიგადამ გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×