რეზონანსი
14.06.2020

როდის ჩატარდება არჩევნები, ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილების საკითხზე კომენტირებისას „ქრონიკას„ განუცხადა.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, როდის ჩატარდება არჩევნები, რადგან „ქართული ოცნება" დამარცხებულია.

„პანდემიის მხრივ, ჯერჯერობით არ ჩანს იმის ნიშნები, რომ არჩევნები გადაიდოს. ამის არანაირი ნიშანწყალი არ არის და შესაბამისად, ამაზე ეპიდემიოლოგებიც არ საუბრობენ. თუ ზოგადად მსოფლიოში შეიქმნა უმძიმესი მდგომარეობა, მათ შორის საქართველოშიც, ეს შეიძლება გარკვეული კორექტივის შეტანის მიზეზი გახდეს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×