რეზონანსი
14.06.2020

კორონავირუსი რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის კიდევ სამ წარმომადგენელს დაუდასტურდა.

კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, დაახლოებით 80 თანამშრომელი გამოიკვლიეს.

ჯამში ცხრა თანამშრომელია ინფიცირებული.

„ცხრავეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ერთ მძიმე პაციენტს, რომელიც მართვით სუნთქვაზეა, შედარებით სტაბილურად არის, თუმცა კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია. გვყავს ასევე ორი საყურადღებო პაციენტი, რომლებსაც პერიოდულად სჭირდებათ მაღალი წნევით ჟანგბადის მიწოდება, მათ პნევმონია აქვთ. თითქმის დავამთავრეთ თანამშრომელთა გატესტვა, მთელი ჩვენი გუნდის, მედპერსონალისაც, ადმინისტრაციული ნაწილის და საბედნიეროდ, გუშინ თითქმის 80 ანალიზის პასუხი მივიღეთ მედპერსონალის და იქიდან მხოლოდ სამი დადასტურდა, დანარჩენი ყველა უარყოფითია", - განაცხადა ლევან გოფოძემ.

რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ლევან გოფოძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ საკითხს იკვლევს, თუმცა პირველადი ინფორმაციით, ინფექცია კლინიკაში გარედან არის შეტანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×