რეზონანსი
14.06.2020

კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ბოლნისის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ყველა მათგანი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. დღეს კი ინფიცირებულებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ეპიდემიოლოგებმა სოფელ მუშევანში 21 საკვლევი მასალა ორი დღის წინ აიღეს. აქედან მხოლოდ ოთხი შემთხვევა დადასტურდა, დანარჩენი უარყოფითია.

ამასთან, მონაცემები ჯერჯერობით არ შეცვლილა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე, სადაც გუშინდელის მსგავსად, ინფიცირების 851 შემთხევაა აღრიცხული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×