რეზონანსი
14.06.2020

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან გარდაცვლილი მამაკაცი მათი თანამშრომელი იყო. ეროვნული ბანკი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

„ძალიან სამწუხარო ამბავი… გუშინ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით (COVID-19) ეროვნული ბანკის თანამშრომელი გარდაიცვალა.

ეროვნული ბანკი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსისგან მეთოთხმეტე პაციენტი, 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ უკვე აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×