რეზონანსი
13.06.2020

არ მგონია, ახლა აქ ვინმე ჩემზე მეტად ღელავდეს და ჩემზე მეტად უნდოდეს თქვენთვის მადლობის თქმა, - ამის შესახებ მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილმა, ქეთი დუმბაძემ განახლებული „მზიურის" გახსნისას" განაცხადა.

„ახლა თქვენს წინაშე ვდგავარ და ძალიან დიდ მადლობას გეუბნებით, რადგან 13 ივნისს, იმ საშინელ ღამეს, როდესაც კოკისპირული წვიმა დაიწყო, არ ვიცი, დამიჯერებთ თუ არა, მე ფანჯარასთან ვიდექი და „მზიურზე" ვფიქრობდი. მე ვმუშაობდი „მზიურში" და ყოველ გაზაფხულს ეს ვითომ პატარა, მაგრამ ძალიან ვერაგი მდინარე ტბორავდა ხოლმე აქაურობას. მივხვდი, აქ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მერე დაიწყო ჯოჯოხეთი, რასაც ტელევიზიით ვუყურებდი.

აქ დედაჩემია, 91 წლის, რომელმაც ზუსტად იცის, ჩემთან ერთად როგორ დაიბადა ეს ოცნება. 14 ივნისს, დილას, ვერ მოვითმინე, ჩამოვედი მზიურში და გადაწურული მქონდა ყველანაირი იმედი. მაგრამ, მე აქ დავინახე ახალგაზრდობა, რომელიც საოცარი შემართებით, მდუმარედ იყო. აქ იყო საშინელი სევდა, ცრემლების გარეშე ამის ყურება არ შეიძლებოდა. მე მივხვდი, რომ აქ იყო მთელი საქართველო, აი, ის ახალგაზრდა ძალა, რომელიც ამას აუცილებლად მოერეოდა და მივხვდი, რომ „მზიურიც" გადარჩა, საქართველოსთან ერთად, „მზიურიც" გადარჩა. მე ძალიან მიხარია, რომ თქვენ აღმოჩნდით ის ადამიანები, რომლებმაც ეს შეძელით, თუნდაც ის მცირედი, რაც გადარჩა მზიურისგან, ასეთი ლამაზი, ასეთი მშვენიერია.

ახლა მთავარია, რომ შინაარსიც შეიძინოს „მზიურმა" და ყველაფერი სასიხარულო, ფესტივალები, კონცერტები, ყველაფერი „მზიურში" ხდებოდეს", - განაცხადა ქეთი დუმბაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×