რეზონანსი
13.06.2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-14 პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ მას ბოლო პერიოდში ვირუსი აღარ უდასტურდებოდა, თუმცა განვითარებული ქრონიკული დაავადებების ფონზე მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვეღარ მოხერხდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

66 წლის მამაკაცი ე.წ. "ეროვნული ბანკის კლასტერს" მიეკუთვნებოდა. ის ბანკის საცავში მუშაობდა.

რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილი პოლიორგანული უკმარისობის გამო დადგა

„გარდა ამისა, განვითარდა სეფსისი, სეპტიური შოკი. ამასთან, პაციენტს ჰქონდა სხვა ქრონიკული დაავადებები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი. პირველივე დღიდან მდგომარეობა ფასდებოდა, როგორც უმძიმესი. პაციენტი პოლიორგანული უკმარისობით გარდაიცვალა" - განაცხადა ტურძელაძემ.

წყარო: Report.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×