რეზონანსი
13.06.2020

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ სხვა ქვეყნების საგარეო კონფლიქტების მოგვარებაში აღარ ჩაერევა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ნიუ იორკის შტატის ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულებს განუცხადა. პრეზიდენტის გამოსვლის პირდაპირი ტრანსლაცია თეთრი სახლის YouTube გვერდის მეშვეობით მიმდინარეობდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები "გაუთავებელი ომების ეპოქას" ასრულებს.

"თითოეული თქვენგანი სამხედრო კარიერას ამერიკის ისტორიაში მეტად მნიშვნელოვან დროს იწყებს. ჩვენ აღვადგენთ იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლის მიხედვითაც ამერიკელი ჯარისკაცების საქმიანობა არა სხვა ქვეყნების აღდგენა, არამედ ჩვენი ქვეყნის მტრებისგან დაცვაა. ჩვენ ვასრულებთ გაუთავებელი ომების პერიოდს", - განაცხადა ტრამპმა ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლის დროს.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს სამხედროების პასუხისმგებლობა არ წარმოადგენს ანტიკურ კონფლიქტების მოგვარება "შორეულ ქვეყნებში, რომელთა შესახებ ბევრს არც კი გაუგია."

"ჩვენ არ ვართ ამ სამყაროს პოლიცია, მაგრამ თუ ჩვენს ხალხს ემუქრებიან, ჩვენ არასოდეს დავნებდებით", - დასძინა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ამიერიდან აშშ "მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

წყარო: Report.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×