რეზონანსი
13.06.2020

„პიკის საათებში", დაახლოებთ 15 მარშრუტია, დილით და საღამოს საათებში, როდესაც შეინიშნება ავტობუსებში ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა და ამასთან დაკავშირებით დაწყებულია მუშაობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ორშბათს გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ საკითხთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, შეზღუდვების თავიდან დაწესებაზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გამოიჩინოს სიფრთხილე.

„როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდები, არაა სასიამოვნო პირბადით გადაადგილება, მაგრამ ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობა, გაუფრთხილდეს საკუთარ თავს, შვილებს, ოჯახს წევრებს და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.

არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ვირუსი დავამარცხეთ - „აუ რა მაგრები ვართ" და „გამარჯვებულები ვართ". არა მეგობრებო, ჩვენ გადავლახეთ და შევძელით ის, რომ ქვეყანაში არ განვითარდა მოვლენები ისე, როგორც ევროპის სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში. ეს მოვახერხეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დავამარცხეთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×