რეზონანსი
13.06.2020

ქვეწარმავლების განსაკუთრებული სიმრავლით წელს კახეთი გამოირჩევა. ომარ ქაჩხათაშვილი სეზონური რეპტილიის თავდასხმაზე საუბრობს. ამჯერად, გველი ხვრელიდან მომატებულმა ტემპერატურამ ამოიყვანა.

სეზონური სტუმრების მოულოდნელი გამოჩენა შენიშნეს სხვა რეგიონებშიც. მოსახლეობა მიწისქვეშა ბინადრების გააქტიურებას შესაბამისი სამსახურების პასიურობით ხსნის.

კრიტიკას არ იზიარებენ შესაბამისი პროფილის სამსახურები და მათი მხრიდან პრევენციის, თუ რეაგირების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე აკეთებენ აქცენტს. მათი განმარტებით, დაწესებულებები რეპტილიების დაჭერისა და განეიტრალებისთვის საჭირო ეკიპირებით უზრუნველყოფილები არიან.

შხამის შრატით განეიტრალებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ჯანდაცვის სისტემა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებში აცხადებენ, რომ რეგიონებში გველის საწინააღმდეგო იმუნური შრატის საჭირო მარაგი არსებობს. პოლივალენტური შრატის გამოყენების აუცილებლობას კი, ქირურგი ნაკბენის თვისობრიობის მიხედვით განსაზღვრავს.

წელს სინოპტიკოსები განსაკუთრებით ცხელ ზაფხულს პროგნოზირებენ. უცნობია, როგორ აისახება ეს მონაცემი დაგესვლის სტატისტიკაზე. სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და დაკბენის შემთხვევაში, ექიმისთვის მიმართვის რეკომენდაციას აძლევენ.

რუსთავი2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×