
13 ივნისის ტრაგედიიდან ხუთი წლის თავზე, „მზიურის" განახლებული პარკი საზეიმოდ გაიხსნება. პარკის მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრი საყრდენი კედელი მოეწყო. აღდგა ხიდები, კიბეები და გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია.
ტერიტორიაზეა მოეწყო ველობილიკები, სასმელი წყლის შადრევნები, დასასვენებელი ადგილები. ამასთან, დაიდგა ზონირების შესაბამისი ნიშნებიც. გაკეთდა ხელოვნური ტბაც, სკეიტბორდისა და საბავშვო გასართობი მოედნები. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების პირებისთვის. „მზიურის" განახლებული პარკი თბილისის მერიას გადაეცემა.
განახლებული პარკის გახსნაზე მისულ საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მიმართეს.

