რეზონანსი
13.06.2020

აბასთუმანში ცეცხლი ჩააქრეს - ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

მიზეზებს მოკვლევა დაადგენს, ხანძრის გაჩენის ერთერთ სავარაუდო ვერსიად, დივერსია სახელდება, ასევე, განიხილება შესაძლო მეხის დაცემაც. სპეციალისტების თქმით, გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, დღეს კი ცეცხლი მიუვალ ადგილას, ტყეში გაჩნდა, რაც კითხვებს ბადებს.

"კურიერის" ინფორმაციით, აბასთუმანში იმყოფება "ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი და ცეცხლის ლოკალიზება თავდაპირველად მისი დაცვის წევრებმა სცადეს.

"აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხანძრის კერები აღმოაჩინა სპეციალურმა დრონებმა, რითაც ტყის მასივი კონტროლდება. აბასთუმანში იყო წვიმა, ამიტომ მიწის ნიადაგი და ხის მასივი სველია - ეს კი სპეციალისტებისთვის ეჭვს აჩენს, რადგან ასეთ პირობებში მსგავსი მასშტაბური ხანძარი არ უნდა გაჩენილიყო. ცეცხლი, დაახლოებით, 300 კვადრატს მოედო. აქ არის ისეთი ადგილები, სადაც მისვლა ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან მისასვლელი ბილიკებიც კი არ არსებობს - ეს ყოველივე კი, როგორც აღვნიშნე სპეციალისტებისთვის საკმაო ეჭვს აჩენს ხანძრის გაჩენის მიზეზთან დაკავშირებით,"- აცხადებს საგანგებო სიტუაციების სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი გიორგი აბრამაშვილი.

ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ადგილზე მისულ 65 მეხანძრე-მაშველს წიწვოვანი ტყის ხანძარი დახვდა. ხანძრის ქრობაში, ჩაერთო 2 ვერტმფრენიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×