რეზონანსი
13.06.2020

პარიზში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას გააპროტესტეს. ისინი აცხადებენ, რომ სისტემური რასიზმის ნიშნები და პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები საფრანგეთშიც არსებობს. ფრანგი დემონსტრანტები 24 წლის ადამა ტრაორეს მკვლელობასაც აპროტესტებენ, რომელიც პარიზში 2016 წელს პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების შედეგად გარდაიცვალა. „როიტერის" ინფორმაციით, ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგ დემონსტრანტებმა უკან დაიხიეს.

დღეს საფრანგეთში მემარჯვენე დაჯგუფებებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც ერთ-ერთი შენობის თავზე გადმოკიდეს ბანერი წარწერით: „თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×