რეზონანსი
13.06.2020

პანდემიები და ეპიდემიები, როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული, პერიოდულად იჩენს თავს. თავის შიდა კანონზომიერებას ემორჩილება და საუკუნეში რამდენჯერმე კაცობრიობა დგება ამ პრობლემის წინაშე. მაგალითად, გრიპის პანდემია საშუალოდ საუკუნეში სამჯერ გვიბრუნდება, ასე იყო მეოცე საუკუნეშიც - ამის შესახებ პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „შემდეგი გაჩერების" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მოლოდინი იმის, რომ კორონავირუსი მთლიანად გაქრება, არ არსებობს და ის აუცილებლად დარჩება, რადგან თითქმის არც ერთი ვირუსი არსად გამქრალა, გარდა ყვავილისა.

„ავიღოთ ის ვირუსები, რომლებიც მწვავე ვირუსებია და ტოვებენ ადამიანის ორგანიზმს. მაგალითად, გრიპის ვირუსი, იგივე კოვიდ19-ის უახლოესი ნათესავები - სარსი და მერსი, ფრინველის გრიპი ან ებოლა... ამ ვირუსებით გამოწვეული ეპიდემია, ზოგჯერ კი პანდემია, ჩაცხრა. ეს მათი შინაგანი კანონზომიერებაა, თუმცა ადამიანის ხელიც ურევია. კაცობრიობამ ისწავლა პანდემიებთან ბრძოლა, მაგრამ როცა მათთან ბრძოლა არ იცოდნენ, იგივე შიდსის პანდემიების დროს, მაშინაც, რაღაც დროის შემდეგ, ის მიდიოდა შენელებისკენ და ჩაცხრებოდა. ყველა ეს ვირუსი, გარდა ყვავილის ვირუსისა, რომელიც აღმოფხვრეს დიდი ძალისხმევით, მსოფლიო ვაქცინაციით, არც ერთი არსად გამქრალა, ყველა რჩება ბუნებაში. ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ კორონავირუსიც მთლიანად გაქრება, არ არსებობს", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×