რეზონანსი
13.06.2020

ყოველთვის ვამბობდით და ახლაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვირუსი არსად წასულა, ვირუსი არავის დაუმარცხებია, ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია კრიზისის მართვის სწავლა.

„პირველ რიგში, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით რომ ეკონომიკური საქმიანობის გახსნისთანავე ერთად, ქვეყანაში გაიზრდებოდა მობილობა, რასაც შესაძლოა, მოჰყოლოდა ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, ვამბობდოთ, რომ უნდა ვისწავლოთ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, მათი სწრაფი და ეფექტიანი მკურნალობა და შემდგომ ადამიანების, ნორმალურ ეკონომიკურ მდგომარეობაში დაბრუნება.

ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ადაპტაციას. ყოველთვის ვამბობდით და ახლაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვირუსი არსად არ წასულა, ვირუსი არავის დაუმარცხებია. ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური კრიზისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ ვუმკურნალოთ ჩვენს მოქალაქეებს, როგორ გამოვიძიოთ და მივაკვლიოთ პირველ წყაროს და ეს არის ის ყველაზე დიდი ამოცანა, რომელიც უნდა გადავლახოთ ისე, როგორც აქამდე წარმატებულად გადავლახეთ. ამასთან ერთად, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, ყველაზეა გადანაწილებული", - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×