რეზონანსი
13.06.2020

კახეთში, საგარეჯოში მცხოვრებ მამაკაცს pcr ტესტით ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებული თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევაზე იმყოფებოდა, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი კვლევა ჩაუტარეს, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა.

ფაქტს ადასტურებენ დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონულ განყოფილებაში. განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, დაინფიცირების წყარო ამ დროისთვის გაურკვეველია, თუმცა გამოვლენილია 18 კონტაქტი და ყველა მათგანი გადაყვანილია საკარანტინო ზონაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×