რეზონანსი
13.06.2020

"პირველმა არხმა" ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ოფისში ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. მერაბიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ძალა, რომ არსებული ხელისუფლება გაუშვას პენსიაში.

„მე ვარ ჩემს მეგობრებთან, ძმაკაცებთან. ამ ადამიანებთან მაკავშირებს მეგობრობის უამრავი წელი. ძალიან მიხარია, რომ დამხვდნენ ამაყი, ლაღი ადამიანები, რომლებიც აუცილებლად გაიმარჯვებენ და მე მგონი, ქუთაისში იქნება ყველაზე დიდი გამარჯვება მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში არის მთავარი ოპოზიციური პარტია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დაამარცხოს ივანიშვილი. ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ძალა, ენერგია, გამოცდილება და, რაც მთავარია, ნება, რომ ეს ხელისუფლება გაუშვას პენსიაში, ქვეყანას მისცეს ნათელი მომავალი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×