რეზონანსი
12.06.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კორონავირუსით გამოწვეული ინფექციური დაავადება ბავშვს დედის რძით შეიძლება გადაეცეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, ანშუ ბანერჟიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ მომენტისთვის ჩვენ ვერ გამოვავლინეთ ცოცხალი ვირუსი დედის რძეში. ამიტომაც, კორონავირუსის დედისგან შვილზე გადაცემის რისკი დადასტურებული არ არის", - განაცხადა ანშუ ბანერჟიმ.

თავის მხრივ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, მარია ვან კერკხოვემ აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ჯანმოს რეკომენდაცია ის არის, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ დედებს შეუძლიათ ჩვილების მკერდით კვების გაგრძელება.

„ბავშვისთვის ეს უსაფრთხოა", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×