რეზონანსი
12.06.2020

13 და 14 ივნისს, აზერბაიჯანის მოსახლეობას მკაცრად ეკრძალება სახლოდან გასვლა, აფთიაქებისა და სალვები პროდუქტების შეძის მიზნითაც კი. კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო წესების შერბილების შემდეგ ეს უკვე მეორედ ხდება. წინა აკრძალვა 6-7 ივნისს იყო, რამაც მოსახლეობის მკვეთრი პროტესტი გამოიწვია. ერთერთ ქუჩაზე მოსახლეობამ ნაგავი პოლიციის მანქანას დააყარა.

საკარანტინო ზომები ქვეყანაშ თითქმის ერთი თვეა რაც შერბილდა. ჯერ კიდევ 18 მაიის აზერბაიჯანელებს შეეძლოთ რესტორნებში ჯდომა და სილამაზის სალონებში შესვლა, მაგრამ, ოფიციალური განცხადებით, ზომების გამკაცრება დაინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრმა მატებამ გამოიწვია. მართლაც, ზომების მოხსნამდე ახალი დაინფიცირების შემთხვევები 50-ს არ აღემატებოდა. ამასთან, განკურნებულთა რიცხვი ახალდაავადებულთა რიცხვზე მეტი იყო.

ახლა სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, დაინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა - გასული 24 საათის განმავლობაში დაავადების 336 და გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ხელისუფლებამ გადაწყვიტა უქმე დღეებში კვლავ მკაცრი კარანტინის ზომები შემოეღო.

ამჟამად ქვეყანაში რეგისტრირებულია დაინფიცირების 9218 და გარდაცვალების 113 შემთხვევა, კრიტიკულ მდგომარეოაშია 99 პაციენტი, განიკურნა 5116.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×