რეზონანსი
12.06.2020

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლეს, ელენა ზელენსკის კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ თავად უკრაინის პირველმა ლედიმ განაცხადა.

„დღეს კორონავირუსზე ტესტის პასუხი მივიღე, რომელიც დადებითია. მოულოდნელი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრები ყველა წესს ვიცავთ“, - განაცხადა ელენა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მისი მეუღლისა და შვილების ტესტის პასუხი უარყოფითია.

უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ ასევე აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს და ამ ეტაპზე ოჯახის წევრებისგან იზოლირებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×