
ყველას უნდა ეკეთოს ნიღაბი, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ავად არიან და არ იციან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ POSTV-ს ეთერში გაანცხადა.
„ყველას უნდა ეკეთოს ნიღაბი, რადგან ის, ვინც ავად არის, ტრანსპორტში თუ ავიდა და დაახველა, სხვას არ გადასდოს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ ვირუსი იმიტომ გააჩერეს, რომ ქუჩაშიც კი ნიღბებით დადიოდა ხალხი.
„არ გამიგია, რომ დამხრჩვალიყვნენ", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.