რეზონანსი
12.06.2020

საქართველოში „კოვიდ 19"-ის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაუდასტურა.

ამასთან, რესპუბლიკური კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა, რომ ექვსი დადებითი პასუხი მათი კლინიკიდან გაგზავნილი პაციენტების ტესტებიდან მიიღეს.

ლევან გოფოძის თქმით, სამ დღეში მათთან კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა სამიდან 17-მდე გაიზარდა.

სამედიცინო დაწესებულების დირექტორის განცხადებით, მათ ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს და მიმართვიანობასთან ერთად ტესტებზე დადებითი პასუხების რაოდენობაც იმატებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×