რეზონანსი
12.06.2020

ნარკოდანაშაულში ბრალდებულს, მსახიობს და ბიზნესმენს ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება და 5 წლიანი პირობითი სასჯელი განესაზღვრა.

მსახიობის დედა, ნონა ჯიბღაშვილი სასამართოს გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.  

"არ ვაკეთებ არანაირ კომენტარს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ჩემს შვილს დაუკავშირდით და თვითონ გაგცემთ პასუხს. მე ზუსტად ვიცი, რომ არ მყავს არც ნარკომანი და არც ბარიგა შვილი. მე ვიცი და უფალმა იცის, რომ ეს ასეა, დანარჩენს რაც შეეხება, ღმერთი ყველას თავისას მიაგებს. ქართველები ვერ იტანენ ნიჭიერ და წარმატებულ ხალხს გვერდით. ურჩევნიათ მკვდარი იყოს. მაგალითისთვის შეგვიძლია კორონავირუსის ეპიდემია გავიხსენოთ, როდესაც ძალიან ვედექით ყველა ერთმანეთს გვერდით“ – განაცხადა ნონა ჯიბღასვილმა. 

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×