რეზონანსი
12.06.2020

იმ ადამიანებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ შეუძლიათ, პირბადე ატარონ და პირიქით, ამან შეიძლება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს, სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა მისცენ ცნობა. მათ აქვთ „გაიდლაინები" (სახელმძღვანელო პრინციპები) და ასეთი ცნობის მქონე პირები არ დაჯარიმდებიან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, იმ ადამიანებთან მიმართებით, ვინც ინფიცირებულები არიან ან შესაძლო რისკჯგუფთან ჰქონდათ შეხება, ეს გამონაკლისი ვერ იქნება" - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×