რეზონანსი
12.06.2020

დღეს დადასტურებულ ახალ შემთხვევებს შორის ორი პაციენტი შიდა ქართლიდანაა.

კერძოდ, კორონავირუსი დაუდასტურდა გორში მცხოვრებ 47 წლის ქალს. პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკაში 31 მაისს მიიყვანეს ბრონქიტის დიაგნოზით. ტესტირების შედეგი უარყოფითი იყო. გუშინ, 11 ივნისს განმეორებითმა ტესტირებამ „კოვიდ-19" დაადასტურა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი „ემბავუდის" გორის ფილიალის თანამშრომელია.

მეორე პაციენტი კასპის მცხოვრებია. არსებული ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთნის კლასტერია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 837 შემთხვევა არის დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 697-ს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×