რეზონანსი
12.06.2020

ცოტნე უფრო ყოჩაღი ხდება, უფრო მეტად ვარჯიშობს, ავარჯიშებენ, თუმცა ჯერ ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, მაგრამ პატარ-პატარა წარმატებები ყოველდღიურად გვაქვს, - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი საავადმყოფოსგან ცოტნე გამსახურდიას გადაყვანასთან დაკავშირებით თანხმობა მიიღეს, ახლა კი გზის გახსნას ელოდებიან.

„როგორც იცით, ველოდებით ევროპაში გადაყვანას კორონავირუსის დაწყების დღიდან, როგორც კი გაიხსნება საზღვარი, უნდა გადავიდეთ ევროპაში, კლინიკა შერჩეული გვაქვს, რეიტინგით არის ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო მთელ ევროპაში ბოლო სამი წლის მონაცემებით.

ცოტ-ცოტა ყოველდღიურად უმჯობესდება მისი მდგომარეობა, უფრო ყოჩაღი ხდება, უფრო მეტად ვარჯიშობს, ავარჯიშებენ, თუმცა ჯერ ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, მაგრამ პატარ-პატარა წარმატებები ყოველდღიურად გვაქვს. თხევად საკვების ჭამა შეუძლია თავისუფლად. შედარებით ახალი არის ის კიდევ, რომ ბოძზე დააყენეს, ანუ რობოტით ატარებენ, ეს პატარა, მაგრამ წინწადგმული ნაბიჯია იმიტომ, რომ წნევის შენარჩუნების პრობლემა აღარ აქვს, როგორც მწოლიარე ავადმყოფებს ზოგადად და ეს უკვე კარგია, რომ რობოტზე ატარებენ", - განაცხადა ჯაბაურმა „ინტერპრესნიუსთან".

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×