რეზონანსი
12.06.2020

როგორ წარიმართება ჩვენი მომავალი, ვინ უნდა იდგეს ქვეყნის სათავეში, რომ ახალ გამოწვევებს ღირსეულად შეეგებოს, ვის უნდა ვანდოთ ჩვენი ქვეყანა?

ვის მისცემდნენ ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს? კინორეჟისორი ქეთი დოლიძე პასუხობს, რომ ის ვერ ხედავს სერიოზულ ძალას, რომელიც საქართველოს გაუძღვება.

"ვერც ახალ პოლიტიკოსებს ვხედავ და ვერც სერიოზულ ძალას, რომელიც ქვეყანას გაუძღვება, ამიტომ, საკუთარ ტყავში უნდა დავეტიოთ და ვაცადოთ ახლანდელ გუნდს, რომ კიდევ რაღაც გააკეთოს.

ვინც ფიქრობს, რომ "ოცნებამ" თავისი თავი ამოწურა, ძალიან ცდება. მე ამჟამად ვერავის ვხედავ, ვინც ამათ შეცვლის, უბრალოდ, ძალიან არ მინდა, რომ "ოცნების" რიგებში პორტირებული "ნაციონალები" დავინახო. თუ წარმატების მიღწევა სურს, "ოცნებამ" თავისი რიგები უნდა გაწმინდოს ამ შეფარული "ნაციონალებისგან". მე კი, ნამდვილად არ მომწონს ხალხი, რომელსაც უკვე 40 წელია ვუყურებ, სულ ოპოზიციაში არიან, სულ ჩხუბობენ, რაღაცას მოითხოვენ, სულ უკმაყოფილოები არიან, მაგრამ მაგათი გაკეთებული საქმე ჯერ არავის უნახავს.

ერთადერთი ოპოზიციონერი, რომელსაც პატივს ვცემ და ვენდობი, ირმა ინაშვილია - მორჩა, მეტი არავინ! ჩემთვის სხვა პოლიტიკოსი არ არსებობს. ძალიან დიდ პატივს ვცემ მამუკა ხაზარაძეს, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანია, ჩემი ძალიან ახლობელი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ, მაგრამ ის პოლიტიკოსი არ არის. ძალიან მენანება პოლიტიკისთვის. სად მამუკა და სად - პოლიტიკა? ამიხსენით, რატომ არ უნდა ავირჩიო ისევ "ოცნება"?" - განაცხადა ქეთი დოლიძემ "კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×