რეზონანსი
12.06.2020

ინტერნეტში ვრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაღებული ფოტოები, რომელშიც ჩანს, რომ სრულიად დარღვეულია მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანციის დაცვის შესახებ. მოქალაქეები, რომლებიც ამ ფოტოზე აღშფოთებას გამოხატავენ, მთავრობას მოუწოდებენ, რომ უფრო ინტენსიურად იმოძრაონ ავტობუსებმა, რათა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ტრანსპორტში ხალხმრავლობამ ეპიდემიის ახალი კერები არ წარმოქმნას.

"იმედია, სომხეთი არ დატრიალდება აქაც!"; "გაუარესდება ეპიდსიტუაცია მერე გამოეთრევიან და ბიძინას აგინებენ. ასეთი სისაძაგლე უნდა ისჯებოდეს და თუ გაბედავენ მეორეჯერ ნახავთ"; "ჩვენს სახლში გამოკეტვას რა აზრი აქვს თუ ავტობუსებში ასეთი ამბავია?"; "ავტობუსებში საერთოდ არ არის დაცული დისტანცია, ყვითელ მარშუტკებში ხომ საერთოდ, ისედაც პატარა სივრცეა და თანაც ორადგილიან სკამებზე და უკან 4 ადგილიანზეც ერთმანეთის გვერდით სხედან მიტყუპებულები", - წერენ მოქალაქეები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×