რეზონანსი
11.06.2020

მე მესმის, „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა", ეს ყველას უყვარს და ძალიან კარგია, მაგრამ თუ ჩვენ ჩვენი თავი არ ვაიძულებთ, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ, ინფექცია ისევ გავრცელდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

„სახლებში იკრიბებიან და 30-40 კაციან სუფრებს აწყობენ, დაემართებათ კორონა და მერე იტყვიან რას უყურებდნენო. ახლა ჩვენს ხელშია ყველაფერი. მოვუვლით ჩვენს თავს და პატარა შეზღუდვებს, რომელიც დისკომფორტს გვიქმნის - შევეგუებით, ვისწავლით კორონასთან თანაცხოვრებას? - კორონას ადვილად დავძლევთ, ვერ ვისწავლით და კორონა მოგვერევა", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 831 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 694 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. 4 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×