რეზონანსი
11.06.2020

თუ ინფიცირებულთა ზრდა გვექნება, შეიძლება შეზღუდვების შემოღება ისევ დაგვჭირდეს, - ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

„შეზღუდვების მოხსნა მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესია, ეს ყველა ქვეყნის გასავლელი ეტაპია და ჩვენ მთელი ცხოვრება ვირუსს ვერ დავემალებით. მაგრამ თუ ინფიცირებულთა ზრდა მოხდება, შეიძლება შეზღუდვების შემოღება ისევ დაგვჭირდეს", - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

საქართველოში კორონავირუსი 831 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 694 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. 4 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×