რეზონანსი
11.06.2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში, 15 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევა გუშინ მოხდა. 15 წლის ბიჭი მდინარე წყალწითელაში დაიხრჩო. მას ქვაზე ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა. მისი გადარჩენა იქვე მყოფმა თანატოლებმა ვერ შეძლეს. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურს და სასწრაფო დახმარების ექიმებს მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×