რეზონანსი
11.06.2020

ბოდბისხევში ნაპოვნი ახალშობილი - დედამ აღიარა, რომ იმშობიარა და ბავშვი ბენზინგასამართ სადგურთან დატოვა.

ბავშვის მამა აცხადებს, რომ მეუღლის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა და ცოლი აცხადებდა, რომ მას სიმსივნე ჰქონდა.

ცოლის ორსულობის შესახებ კი მაშინ გაიგო, როცა მათთან სამართალდამცავები მივიდნენ. მისი თქმით, მას ბავშვის გაზრდა თავად სურს, თუმცა ეჭვობს, რომ განვითარებული მოვლენების გამო ბავშვი დაუბრუნონ. ქალის მეუღლე ასევე ამბობს, რომ არ იცის ჰქონდა, თუ არა ქალს ფსიქოლოგიური პრობლემები

"რომ შეგეხედა ნორმალური ადამიანი იყო და რა ვიცი," - აცხადებს ქალის მეუღლე.

ჩვილი გამვლელებმა დღეს დილით იპოვეს და პოლიციას აცნობეს, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ექიმების თქმით, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც სავარაუდოდ დაცემის შედეგად მიიღო.

საავადმყოფოში იმყოფება ახალშობილის დედაც, 40 წლის ქალი საგარეჯოს კლინიკაში თავად მივიდა და იქ აღიარა რომ ბოდბისხევში იმშობიარა და ჩვილი დატოვა. პალატასთან, სადაც ქალი მკურნალობის კურსს გადის, სამართალდამცავები ამ დრომდე რჩებიან. ექიმის განცხადებით, ქალი სამედიცინო დაწესებულებაში სისხლდენით მივიდა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. ამ დროისთვის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენების მუხლით დაიწყო.

წყარო: Newposts

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×