რეზონანსი
11.06.2020

საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის განცხადებით, ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელე და მას ნებისმიერ დროს შეუძლია საკუთარი პოზიციის გაჟღერება.

ამასთან, უკრაინელი დიპლომატის თქმით, სააკაშვილს უფლება აქვს სხვადასხვა საკითხზე თავისი პოზიცია ჰქონდეს.

„უკრაინის პოზიცია აღნიშნულ საკითხზე არის ის, რომ სააკაშვილი არ არის საჯარო მოხელე, ისაა ქართველი, თავისი ცხოვრებით და ეროვნებით, მის გულში მუდმივად არის საქართველო და მასზე საუბარს ვერ დავუშლით. გააჩნია თავისი ნოსტალგიები სამშობლოსთან. ვფიქრობ, რომ აქვს უფლება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, რაც ბუნებრივია და ტრაგედიას არ წარმოადგენს. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ, როგორც ელჩმა“, - აღნიშნა დოლგოვმა.

ცნობისთვის, დიპლომატმა უკვე დატოვა საქართველოს საგარეო უწყება. დოლგოვმა საგარეო უწყების ხელმძღვანელთან დავით ზალკალიანთან შეხვედრა გამართა. დოლგოვი სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს.

სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ არ აპირებს “საქართველოს განადგურებას მშვიდად უყუროს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×