რეზონანსი
11.06.2020

ყოფილი დეპუტატისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრები საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ისმინება, „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი სისულელეს უწოდებს.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, გუბაზ სანიკიძის განცხადება მუცლითმეზღაპრეობას ჰგავს და ქვეყანას აზიანებს.

„ეს ბიჭი ჩვენთან აღარაა „დიდი ხანია" და ვისთანაცაა, ურჩიეთ, ასეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლითმეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ „ამერიკის საელჩო ბიძინა ივანიშვილის საუბრებს ისმენს".

„20 ივნისის ღამეს, ზუსტად 13 წუთით ადრე გამოვიდა ბახტაძე და თქვა, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა" არ ვართ და ჩვენ არ ვესვრით რეზინის ტყვიებს. ზუსტად 13 წუთში სროლა დაიწყო. ჩემი ვერსიით, ეს 13 წუთი ზუსტად ის დროა, რამდენიც დასჭირდა ანზორ ჩუბინიძეს, რომ ჩამოსულიყო ბიძინას რეზიდენციიდან, რადგან ბიძინა ტელეფონით არ გასცემდა ამ ბრძანებას. ეს გამორიცხულია, რადგან დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო მის საუბრებს ისმენს. ეს კანონიერია თუ უკანონოა, არ ვიცი", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×