ელზა პაპოშვილი
11.06.2020

სოფელ ქვემო ბოდბეში მიტოვებული ახალშოვილი ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს მინდორში იპოვეს. ბავში პარკში იყო გახვეული და ის სულ რამდენიმე საათის დაბადებული იქნებოდა. ბავშვი ლაგოდეხში გადაიყვანეს და მის ჯამრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ კი ჩვილის დედას უკვე მიაგნო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც „რეზონანსს“ სოფლის მცხოვრებლები უყვებიან, ქალის ორსულობის შესახებ, სავარაუდოდ, ქმარმა არ იცოდა და მან ბავშვი ჩუმად, სახლის პირობებში გააჩინა. ამის შემდეგ კი ის სახლიდან მოშორებით ცელოფანში გახვეული მინდორში, ნაგავსაყრელზე  დატოვა.

ჩვილის მამა ამბობს, რომ მის ცოლს მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს და მას არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ ის ორსულად იყო. 

„არაფერი არ ვიცოდი, ცუდად არის და მეგონა, რომ მისი მოსუქება დაავადების ბრალი იყო. ვერაფერს ვერ მივხვდი. თურმე მიმალავდა. არ ვიცი რატომ. მეც გაოგნებული ვარ... 

„რა გითხრათ... საპირფარეშოში საათნახევარი იყო და ვვარაუდობ, რომ იქ იმშობიარა. მერე ბავშვი გაუხვევია, რომ არ დამენახა და მინდორში დაუტოვებია. ბეზინგასამართი სადგურია და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. დილით ყავას ვსვამდი, პოლიცია რომ მოვიდა და ასეთი ამბავი მითხრეს. მეც შოკში ვარ და მეტი არაფრის თქმა  არ შემიძლია“, - აცხადებს ჩვილის მამა „რეზონანსთან“. 

მეზობლები კი „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ბავშის მშობლები ორი კვირაა, რაც სოფელში გამოჩდნენ. მამა მწყემსად მუშაობს და მათ შესახებ დიდი არაფერი იციან. 

მათი თქმით, თავიდან მამაკაცი მარტო იყო, შემდეგ კი ცოლიც ჩამოიყვანა. ქალი მეზობლებს ეუბნებოდა, რომ ორსულად არ იყო და მას  სიმსიმნის გამო მუცელი ებერებოდა. მან მეზობლებს უთხრა, რომ სასწრაფოს გამოძახება არ უნდოდა და ის თბილისში მიდიოდა, სადაც მამიდა მიხედავდა.  

„ამ ოჯახის შესახებ დიდი არაფერი არ ვიცით. ორი კვირის წინ გამოჩდნენ. ჯერ ქმარი ჩამოვიდა და შემდეგ ცოლიც მოიყვანა. ეს ბიჭი სოფელში მწყემსად მუშაობს. გოგომ გვითხრა, რომ მას კიბო აქვს და მუცელი ებერებოდა, ორსულობას უარყოფდა. დღეს მეზობლისთვის უთქვამს - მუცელი მტკივაო. მას შეუთავაზებია, რომ სასწრაფოს გამოვიძახებო, თუმცა უარი უთქვამს - თბილისში მამიდასთან მივდივარ და ის მომხედავსო. 

„ამის შემდეგ მეზობელმა ნაგავსაყრელზე ცელოფანში გახვეული ბავში იპოვა. საკამოდ საშიში ადგილია. ვნახეთ, რომ სუნთქავდა და სასწრაფო გამოვიძახეთ. მერე პოლიციაც მოვიდა და გავიგეთ, რომ ამ გოგოს უმშობიარია. ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - ყვება ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“. 

ეს წელს დედის მიერ ჩვილის სასიკვდილოდ გაწირვის პირველი ფაქტი არ არის. რამდენიმ დღის წინ ვარკეთილში გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს. გამოძიება დედის კვალს დღემდე ეძებს და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბავშვი ჯერ მოკლეს და შემდეგ ნაგავსაყრელზე გადააგდეს. 

გარდაცვლილი ახალშობილი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა იპოვა. იმავე კორპუსში მცხოვრები არასრუწლოვანი კი პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა, თუმცა მალევე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ უკან დააბრუნა. სავარაუდოდ, გოგონა ახალშობილის დედა არ აღმოჩნდა.  

2019 წლის 19 სექტემბერს კი თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში ქუჩაში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. ჩვილი კალათით ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მცხოვრებმა ნახა. ბავშვი ტოროდა და მისი ყურაღდება ამით მიიქცია. მან ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და ის სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა წაიყვანეს.  

შსს-მ  ამ საქმეებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

სტატისტიკურად არის თუ არა მსგავსი შემთხვევბი მომატებული, ასეთ კვლევას ვერსად მივაგენით. თუმცა ჩვენს ქვეყანაში რომ ამ კუთხით საკმაოდ მძიმე სიტუაციაა, ამას ფსიქოლოგი ნანა ხარაზიშვილიც გვიდასტურებს. მისი თქმით, ასეთი შემთხვევებს სხვადასხვა მიზეზი და გარემოებები აქვს. „რეზონანსთან“ ფსიქოლოგი ამბობს, რომ მთავარი მიზეზი ქვეყანაში სექსუალური განათლების დაბალი დონე და სოციალური სიდუხჭირეა.  

ფსიქოლოგის თქმით, ასეთი ფაქტები განსაკუთრებით არასრუწლოვან გოგონებში ჭარბობს. მენტალური შეხედულებეის გამო, ჩვილს ქუჩაში ან თავად დედა ტოვებს, ან  სირცხვილის გამო, მას მშობლები ამის გაკეთებას აიძულებენ. ხშირია ასევე ქალზე ძალადობა პარტნიორი მამაკაცების მხრიდან, რომლებიც ბავშვს არ იღებენ. ეს კი მშობიარობით ისედაც ტრამვირებულ ქალს, კიდევ უფრო მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში აგდებს. ამიტომაც ასეთი ქალების უმეტესობა თავდაპირველად ვერ აცნობირებს რამხელა დანაშაული ჩაიდინა. 

ფსიქოლოგი ამბობს, რომ  ხშირია ჩვილის ამ ფორმით მიტოვების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, როცა დედას ბავშვის აღზრდის შესაძლებლობა არ გააჩნია.     

„ზოგადად, ბავშვის გაჩენა ქალის ცხოვრებაში დიდი რევოლუციაა და გარკვეულ ფსიქოლოგიუ პრობლემებთანაც არის დაკავშირებული. ბევრ ქალს იმის გათვიცნობიერებაც უჭირს, საქმე რასთან აქვს და ამის გამო საკმაოდ მძიმე დეპრესიაშიც ვარდება. ამიტომაც მათთვის მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, ეს მათი პარტნიორისგან სჭირდებათ. 

„თუმცა, წარმოიდგინეთ მარტო ჩვილით ხელში დარჩენი ქალი, რომელსაც გვერდით არ ჰყავს არც პარტნიორი, რომელიც მას გაამხნევებს და არც ჩვილის ელემენტარული გამოკვების სახსრები აქვს. მისი ფსიქიკური მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება.

„ ჩვილების მიტოვების დიდი ნაწილი არასრუწალოვან დედებზე მოდის. ამით არ ვამტკიცებ, რომ ისინი პოტენციური დამნაშავეები არიან, მაგრამ სექსუალური გაუნათლებლობა და მენტალური შეხედულებები მათ უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს, გამოუვალ სიტუაციაში ხვდებიან. 

„ხშირია შემთხვევა, როდესაც მათ მშობლებიც კი აიძუელბენ, რომ მეზობლებთან და ახლობლებთან „თავი არ მოჭრას“ და ბავშვი მოიშოროს. 

„ამიტომაც, პირველ რიგში, სახელმწიფო უნდა იდგეს მოწოდების სიმაღლეზე, რომ პატარა ასაკიდანვე ქალსაც და კაცსაც გავაგებინოთ, რომ ბავშვის დაბადება სასირცხვილო არ არის და ეს ქალისთვის უდიდდესი მოვლენაა. განათლების კუთხითაც ბევრი სამუშაო გვაქვს და ამ პრობლემას სკოლებიდანვე უნდა ვებრძოლოთ“, - აცხადებს ფსიქოლოგი „რეზონანსთან“ საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×