რეზონანსი
11.06.2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში თანასოფლელებმა მიტოვებული ახალშობილი იოივეს.

ბიჭუნა მოსახლეობამ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინა. მოქალაქეებმა სამართალდაცავები გამოიძახეს. პატარა წნორის "არქიმედეს" კლინიკაში, შემდეგ კი ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის შეფასებით, ჩვილს დაზიანებები არ აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე გამოძიება 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×