
მთელი პროპაგანდა მიდის, ნახეთ რა ხდება სოციალურ ქსელებში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.
პაატა იმნაძე ბიზნესმენებს მოუწოდებს, მკაცრად აკონტროლონ თავიანთ დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების აღსრულება.
„მეორე მკაცრ კარანტინს ჩვენი ეკონომიკა გადაიტანს? ჩვენ თუ არ გავაკეთეთ, ჩვენ თვითონ, თითოეულმა ბიზნესმენმა, რომელმაც დღეს თავისი ბიზნესები გახსნა, თუ არ უყურა, რომ წესები იყოს დაცული თავის ბიზნესში, ეს ბიზნესი მეორედ რომ გაჩერდეს, გაუძლებს ამას? 5-10 შემთხვევა, არ არის პრობლემა. ჯანდაცვის სისტემა ამას გაუძლებს, მაგრამ როდესაც არის ასეთი შემთხვევები, როდესაც არ ვიცი ინფიცირების წყარო. იმიტომ რომ ადამიანები მოეშვნენ, იმიტომ რომ ადამიანები აღარ იცავენ წესებს. მთელი პროპაგანდა მიდის, ნახეთ რა ხდება სოციალურ ქსელებში. ხალხი თურმე ვერ სუნთქავს ნიღბებით, მაშინ ექიმები დახოცილები უნდა იყვნენ უკვე", - განაცხადა პაატა იმნაძემ.