რეზონანსი
11.06.2020

საქართველოში, სავარაუდოდ, კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე გუშინ დაფიქსირებულ 5 უცნობ შემთხვევას სწორედ ინფექციის მეორე ტალღას მიაწერს. იმნაძე იმედს გამოთქვამს, რომ ამ პროცესს ქვეყანა სწრაფად გააჩერებს.

„თბილისში ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო ჯერჯერობით ვერ დგინდება. კვლევა მიმდინარეობს.

უამრავი კონტაქტი უკვე გამოკვლეულია და ზოგი კარანტინში ან თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ერთ შემთხვევაში ალბათ გავალთ მეტ–ნაკლებად წყაროზე, მაგრამ 4 შემთხვევაში დიდი კითხვის ნიშნებია გავალთ თუ არა წყაროზე.

პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, პატარა მეორე ტალღა, რომელიც იმედი გვაქვს, რომ სწრაფად გავაჩერებთ”, – განაცხადა "ფორმულას" ეთერში იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×