
ოქტომბრის ბოლო საქართველოში არ აირს რესპირატორული სეზონების დასაწყისი. ჩვეულებრივ ეს არის ხოლმე ნოემბრის მეორე ნახევრიდან. ამ დროს შესაძლებელია მოხდეს არა მარტო კოვიდის ძალიან გააქტიურება, არამედ ჩვეულებრივი გრიპის და გრიპისმაგვარი სხვა ვირუსების სეზონიც იწყება. წარმოიდგინეთ თანხვედრა ამ პრობლემების, როგორი იქნება სიტუაცია ქვეყანაში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
„პრაქტიკულად სექტემბერი-ოქტომბერი, ისევე როგორ ზაფხული, დამოკიდებული იქნება თითოეული ჩვენგანის ქცევაზე. ამ ზაფხულს და მერე სექტემბერ-ოქტომბერს გავივლით ისე, როგორც აქამდე მოვიტანეთ თავი, როდესაც იყო კრონა ჩვენთან, მაგრამ ვერ მოახერხა ჩვენს საზოგადოებაში ფეხის დამკვიდრება და მასობრივი გავრცელება, თუ ასე გავაგრძელებთ თითოეული ჩვენგანი. თუ ვისწავლით კორონასთან თანაცხოვრების წესებს და დავიცავთ ამ ელემენტარულ წესებს, ჩვეულებრივად განვლევთ ივლისსაც, აგვისტოსაც, სექტემბერსაც, ოქტომბერსაც. პრობლემები შეიძლება დაიწყოს ნოემბრის ბოლოდან, მაგრამ თუ ჩვენ დღესვე დავივიწყებთ, რომ კორონა არის, მაშინ შეიძლება ვირუსი სექტემბერშიც იყოს და ივლისშიც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.