რეზონანსი
10.06.2020

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ქალაქ ხმელნიცკში კაფეში ყოფნისას კარანტინის რეჟიმის დარღვევის გამო დააჯარიმეს , - ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს თავად განაცხადა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის პრესსამსახურმა 3 ივნისს ფოტო გაავრცელა, რომელზეც კაფეში ერთ მაგიდასთან მსხდარი ზელენსკი და სხვა ოფიციალური პირები ჩანან.

კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში სარესტორნო მომსახურება დახურულ სივრცეში 5 ივნისამდე აკრძალული იყო და შესაბამისად, 3 ივნისისთვის ეს შეზღუდვა კვლავ ძალაში იყო.

4 ივნისს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ სამართალდამცავები ზელენსკისა და სხვა ოფიციალური პირების მიერ კარანტინის წესების შესაძლო დარღვევის ფაქტს შეისწავლიდნენ.

პრეზიენტმა ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ მზად იყო, ჯარიმა გადაეხადა, თუკი დახურულ სივრცეში მის მიერ გამართული შეხვედრა დარღვევად ჩაითვლებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×