რეზონანსი
10.06.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, კორონავირუსის დღეს დადასტურებულ ხუთ ახალ შემთხვევას სავარაუდოდ, ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.

მისივე თქმით, კვევა მიმდინარეობს, თუ სად მოხდა დაინფიცირება.

„სავარაუდოდ დამოუკიდებელი შემთხვევებია და ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, მაგრამ სად მოხდა მათი ინფიცირება, ჯერ კვლევაშია", - განაცხადა ზახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით გაიზარდა. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ხუთივე შემთხვევაში დაინფიცირების წყარო უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×