რეზონანსი
10.06.2020

აქ, ახლა, თიბისი საკუთარ თანამშრომლებს მეორედ აძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას, ისარგებლონ სტარტაპ-დეკრეტით. პროექტში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

სტარტაპ-დეკრეტის ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები შეძლებენ, ისარგებლონ 6 თვიანი სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით და საკუთარი ბიზნესიდეა რეალობად აქციონ. გარდა ამისა, თიბისელები ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა „სტარტაპერში“ და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკუთრებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ.

ინოვაციური პროექტის ფარგლებში, თიბისელები საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რის შემდეგაც ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს გამოავლენს. პროექტში მონაწილეობისთვის, წარდგენილი ბიზნესიდეა უნდა იყოს ტექნოლოგიური/ინოვაციური.

 სტარტაპ-დეკრეტი თიბისის ინიციატივით 2019 წელს შეიქმნა და მას  ანალოგი არ აქვს ქვეყანაში. პროექტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად.  სტარტაპ-დეკრეტის პირველი სამი გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. ერთმა მათგანმა კუთვნილი დეკრეტით ისარგებლა და  საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს.

 სტარტაპ-დეკრეტის მომდევნო  გამარჯვებულებს თიბისი სექტემბერში გამოავლენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×