
97 სამედიცინო პერსონალი გვყავს დაინფიცირებული ქვეყანაში. ეს არიან ექიმებიც და საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალიც და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევების შესახებ ჩვენ ვიცით, - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, მსოფლიოში, დაახლოებით, 10-დან 20%-მდე სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული კოვიდთან ბრძოლაში და საქართველოში გვაქვს 13%-ია ინფიცირებული.
„მსოფლიოში, დაახლოებით, 10-დან 20%-მდე სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული კოვიდთან ბრძოლაში და ჩვენთან, საქართველოში გვაქვს 13%. ყველა ჩემს კოლეგას ეკუთვნის დიდი მადლობა ამ თავდადებისთვის. რა თქმა უნდა, შეგნებულად მიდის სამედიცინო პერსონალი, მათ იციან, გათავისებული აქვთ, რომ რადგან ფრონტის წინა ხაზზე არიან, შეიძლება, დაინფიცირდნენ და ასეთი შემთხვევები გვაქვს. 97 სამედიცინო პერსონალი გვყავს დაინფიცირებული ქვეყანაში. ეს არიან ექიმებიც და საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალიც და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევების შესახებ ჩვენ ვიცით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.