რეზონანსი
10.06.2020

იქმნება ილუზია, რომ ინფექცია უკვე დავამარცხეთ, გავიმარჯვეთ, არა ბატონებო, პანდემია გრძელდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმი" განაცხადა.

მისივე განმარტებით, დღეს „ინტერპრესნიუსთან" გაკეთებული განცხადება პრევენციული ხასიათის იყო, რადგან საზოგადოებაში მოდუნება შეინიშნება.

„იქმნება ილუზია საზოგადოებაში, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია, გავიმარჯვეთ და რომ შეგვიძლია, ისევ ისე დავუბრუნდეთ იმავე ცხოვრების რიტმს, რაც გასული წლის ამ დროს იყო. არა ბატონებო, კორონავირუსული ინფექცია, პანდემია გრძელდება მთელ მსოფლიოში, კორონავირუსი ცირკულირებს ჩვენს ქვეყანაში და ამ ტიპის მიდგომა და ილუზიის შექმნა შეიძლება, აღმოჩნდეს ძალიან მაღალი რისკის შემცველი. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×