რეზონანსი
10.06.2020

მტკიცებულებებით არის დასაბუთებული, რომ პირბადე იცავს ადამიანს ინფექციისგან , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პირბადეების ტარების წესებთან დაკავშირებულ კანონპროექტს იხილავენ.

მან იმედი გამოთქვა, რომ მეორე მოსმენისთვის ყველა კითხვა ამოწურული იქნება.

„ვფიქრობ ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოცემულობა. პირველი, მსოფლიოში პანდემია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ვირუსთან ბრძოლა არ დასრულებულა; მეორე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ჩვენი ჯანდაცვის სამსახურების რჩევა, მოწოდება და რეკომენდაციაა, რომ ფიზიკურ დისტანცირებასთან ერთად, გამოვიყენოთ პირბადე და მტკიცებულებებით არის დასაბუთებული, რომ პირბადე იცავს ადამიანს ინფექციისგან. ეს არის მოცემულობა“- განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×