რეზონანსი
10.06.2020

გვაქვს ერთი რეკომენდაცია, რომელსაც შეიძლება აბიტურიენტმა ყურადღება არ მიაქციოს, გრძელი თმის შემთხვევაში, თმა აუცილებლად უნდა შეიკრან, - ამის შესახებ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ „POSTV"-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საგამოცდო სივრცეებში კონდიციონერები გამოცდის დაწყებამდე ჩაირთვება.

„სანამ აბიტურიენტები საგამოცდო სივრცეში შემობრძანდებიან მანამდე გვაქვს უფლება, რომ კონდიციონერი ჩავრთოთ. კონდიციონერი ყველა საგამოცდო ცენტრშია დამონტაჟებული, სრულ მზადყოფნაშია, თუ რეკომენდაციები შემსუბუქდა და მათი ჩართვის საშუალება მოგვეცა, რა თქმა უნდა, პროცესის დროსაც ჩავრთავთ. მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ წინასწარ ჩაირთვება და აბიტურიენტებს გაგრილებული გარემო დახვდებათ", - განაცხადა გორგოძემ.

მისივე თქმით, აბიტურიენტს შეუძლია გამოცდაზე სახლში დამზადებული პირბადითაც გამოცხადდეს.

„აბიტურიენტებს ჩვენ პირბადეს დავახვედრებთ, მაგრამ იქნებ მათ სხვანაირი უფრო მოსწონთ, წინასწარ შეარჩიონ ყველაზე მეტად რომელსაც შეეგუებიან, ის მოიტანონ. სახლში შეკერილიც რომ იყოს, ამის უფლებაც აქვთ. ბევრი ნივთი არ წამოიღონ, გვაქვს კიდევ ერთი რეკომენდაცია და შეიძლება აბიტურიენტებმა ყურადღებით არ ნახონ - გრძელი თმის შემთხვევაში, თმა აუცილებლად უნდა შეიკრან", - აღნიშნა გორგოძემ.

მან აბიტურიენტებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ „პანდემიის დაწყების დღიდან არანაკლებ ვნერვიულობთ მთელი ჩვენი კორპუსი, რომელიც დაახლოებით 3 000 კაცს მოიცავს. თითოეულ აბიტურიენტს დიდ წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა გორგოძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×